25 ოქტომბერი – ლეჩხუმური სიმღერების ფესტივალი 2025

25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სოფელ ქორენიშში, საოჯახო სასტუმროში „ქორენიშული ვერანდა“ ლეჩხუმური სიმღერების ფესტივალი გაიამრთება. ფესტივალის მიზანი ლეჩხუმის რეგიონისა და ლეჩხუმური ხალხური სიმღერების პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. მონაწილეობენ: ანსამბლი „მჭელი“, ანსამბლი „კირიალესა“, ანსამბლი „მთიები“, „მალხაზ ერქვანიძის მგალობელთა გუნდი“. ფესტივალის ავტორები და ორგანიზატორები: ეთნომუსიკოლოგი ქეთევან ბაიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი რუსუდან ჩიტაური, სასტუმრო „ქორენიშული ვერანდის“ დამფუძნებელი ლევან ხმელიძე.

ფესტივალის განრიგი:

13:00-14:00 სტუმრების მიღება და ღვინის დეგუსტაცია

14:00-17:00 ლეჩხუმური სიმღერების კონცერტი

დასწრება თავისუფალია.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი