25 იანვარს, 17:00 საათზე, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულების ორგანიზებით, პოეტ მიხა ხელაშვილის 124-ე იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე, გაიხსენებს ამბებს მიხა ხელაშვილის ცხოვრებიდან და წაიკითხავს მის ლექსებს, ეთნომუსიკოლოგი, ნანა ვალიშვილი, ახალგაზრდებს შეასწავლის ფშაური სამუსიკო ფოლკლორის ნიმუშს, ხოლო ანსამბლ „როკვას“ მოცეკვავე სალომე ნოზაძე – ფშაურ „ფერხისას“. საღამოზე სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულების მიერ შესრულდება ფშაური სიმღერები და ლექსები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავადაც წაიკითხონ ლექსები მიხა ხელაშვილის შემოქმედებიდან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.