25 აპრილს, 14:00 საათზე, კასპის I საჯარო სკოლაში კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებისა და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება ერთობლივი ღონისძიება, რომელზეც გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის შესახებ პრეზენტაციას. კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდება ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.