თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.
სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინური ბუნებითაა განპირობებული. სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/SxBlN