24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ლელა თათარაიძის 75 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. კონცერტზე მონაწილეობენ, ლელა თათარაიძე, ეთერ თათარაიძე, ტრიო „ქართული ჰანგი“, „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „ძირიანი“, გორის ქალთა გუნდი, „კელაპტარი“, კვარტეტი „კესანე“, ჯგუფი „ურსა“, ვასილ კორნიენკო, დათო კენჭიაშვილი, ფოლკლორის ცენტრის გუნდი, „ქსოვრელები“, წალენჯიხის და გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. ბილეთები გაიყიდება პორტალზე biletebi.ge