24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მჭედლისა და ხის ოსტატის – გიორგი ფილფანის გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოსტატის მიერ შექმნილი ხის ქანდაკებების ნამუშევრები. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მაგული მახარაძის დეკორატიულ კომპოზიციებს. გამოფენა 30 ოქტომბერს დაიხურება. დასწრება თავისუფალია.