24-26 ოქტომბერს ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „იალონი“ სამეგრელოში მიემგზავრება. გასვლითი ტურნეს ფარგლებში ანსამბლი მოაწყობს ექსპედიციებს ადგილობრივ ეთნოფორებთან.
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ანსამბლ „იალონის“ მონაწილეობით აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი სრულიად გალობით.
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიამრთება ანსამბლ „იალონის“ ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო, რომელზეც ანსამბლთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლი „ართგური“, ენი შეფერი და ზუგდიდის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიებების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.