23–25 ივლისი - აჭარული ცეკვის მასტერკლასი

23–25 ივლისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში აჭარული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება. მასტერკლასს ჩაატარებენ ხულოს ახლადშექმნილი ეთნო-ფოლკლორული ანსამბლის - ,,ხელგაშლილას" წევრები. პროექტის ხელმძღვანელია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი