23 თებერვალს, 16:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ეთნომუსიკოლოგ თეონა რუხაძესთან თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია, იუნკრები და ხალხური სიმღერა“. ღონისძიებაზე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მოხალისეთა ჯგუფი „Folk-ახალგაზრდობა“ იუნკერთა რეპერტუარიდან შეასრულებს სიმღერებს. შეხვედრაზე დასასწრებად შეავსეთ ფორმა https://rb.gy/vc4swo ბმულის მეშვეობით.