23 სექტემბერს, 08:30 საათზე, ფოლკლორის ცენტრში სამეცნიერო ფორუმი დაიწყება. ფორუმი ეძღვნება ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობის პრობლემებს თანამედროვე კონტექსტში. ფორუმში მონაწილეობენ ქართველი და საერთაშორისო მკვლევრები, შემსრულებლები და ვოკალის სპეციალისტები. დასწრება თავისუფალია.