23 ივნისს, 17:00 საათზე, ჩარგალში ფშავის ფოლკლორული ანსამბლის – „ლაშარელას“ (ხელმძღვანელი: ნინო ნაყეური) ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომში თავმოყრილი ძველი ფშაური სიმღერები და მიზნად ისახავს ფშაური სიმღერის ტრადიციის აღდგენასა და ყოფაში დაბრუნებას. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტი და ფონდი „ქართული გალობა“. ალბომის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება რესპუბლიკის მოედნიდან.