23 ივლისს, 18:00 საათზე, სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ვაჟთა ანსამბლ „მუსიკელისა“ და ქალთა ანსამბლ „უნდინეს“ (ლატვია) ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე შესრულდება ქართული და ლატვიური ფოლკლორის ტრადიციული მუსიკის ნიმუშები. დასწრება თავისუფალია.