23 დეკემბერი – წმ. ექვთიმე კერესელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი

23 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში წმ. ექვთიმე კერესელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი გაიმართება. სემინარზე მოხსენებით წარდგება მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის სპეციალისტი ეკატერინე ყაზარაშვილი თემით – „წმინდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და ქართული საეკლესიო გალობა (საარქივო ხელნაწერების მიხედვით)“. დასწრება თავისუფალია.          

წაიკითხე მეტი