23-26 – ტრადიციული მრავალხმიანობის XIII საერთაშორისო სიმპოზიუმი

23-26 სექტემბერს თბილისში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტრადიციული მრავალხმიანობის მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მკვლევრები და შემსრულებლები მიიღებენ.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები: 

  • მრავალხმიანობის ზოგადი თეორია და მუსიკალურ-ესთეტიკური ასპექტები;
  • ტრადიციული მრავალხმიანობის რეგიონულისტილები და მუსიკალური ენა;
  • ტრადიციული მრავალხმიანობის შედარებითი კვლევა;
  • ტრადიციული მრავალხმიანობის სოციოლოგიურიასპექტები: შემსრულებლები და მსმენელები;სქესი, ასაკი, იდენტობა;
  • ტრადიციული ინსტრუმენტული მრავალხმიანობა;
  • მსოფლიო მუსიკა დატრადიციული მრავალხმიანობა;
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის სხვადასხვა ფორმატში.

მრგვალი მაგიდა: ტრადიციული მუსიკის სოციალური ფუნქცია თანამედროვეობაში.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“.     

წაიკითხე მეტი