23-26 სექტემბერი – ტრადიციული მრავალხმიანობის მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

23-26 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თსკ-ს ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით თბილისში ტრადიციული მრავალხმიანობის მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება. მისი პროგრამა მოიცავს სამეცნიერო სესიებს, კონცერტებსა და ფილმების ჩვენებებს. მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართველ და უცხოელ მკვლევრებსა და ხელოვანებს გააერთიანებს. 

23 სექტემბერს, 19:30 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება. გალა კონცერტში მსმენელის წინაშე წარდგებიან: გალობის უნივერსიტეტის გუნდი, ანსამბლი „ლალხორი“ და ფოლკლორის ცენტრის გუნდი. დასწრება თავისუფალია. 

სიმპოზიუმის ფინანსური მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტრო

წაიკითხე მეტი