23-25 სექტემბერი – ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლ „იალონის“ ექსპედიცია-კონცერტი გურიაში

23-25 სექტემბერს ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „იალონი“ გურიაში მიემგზავრება. გასვლითი ტურნეს ფარგლებში ანსამბლი მოაწყობს ექსპედიციებს ადგილობრივ ეთნოფორებთან.

24 სექტემბერს, 18:30 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ანსამბლ „იალონის“ ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო, რომელზეც ანსამბლთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან სპეციალური მოწვევით – რებული მჟავანაძე, ანსამბლი „რეხეული“, ანსამბლი „შემოქმედი“, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის გუნდი.  დასწრება თავისუფალია.

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი სრულიად გალობით. ანსამბლ „იალონთან“ ერთად მსახურებაში მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედის ეპარქიის სოფ. ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის, სოფ. კვირიკეთის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის, სოფ. შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიის, სოფ. ბახვის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის, სოფ. ბოხვაურის წმ. სოფიოს, პისტის, ელპიტისა და აღაპის სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდები და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის გოგონათა გუნდი.

ღონისძიებების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.  

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი