22 დეკემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ანსამბლ „მარგალიტის“ სოლო კონცერტი „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართება. ანსამბლი მსმენელის წინაშე ფართო რეპერტუარით წარდგება. შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის, საეკლესიო გალობისა და ქალაქური სიმღერის ნიმუშები, საკომპოზიტორო ნაწარმოებები და ინგლისური საშობაო სიმღერები (Christmas carols). კონცერტზე ანსამბლთან ერთად სპეციალური მოწვევით წარდგებიან გიგი ცინცაძე და ნინო ჯანჯღავა. ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, პირველი არხი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://tkt.ge/event/494692/shekhvedra-sashobaod