22 აპრილი – გამოფენა • ამოქარგული ისტორია

22 აპრილს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გამოფენა „ამოქარგული ისტორია“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური რეწვის ოსტატების ლიანა ანიაშვილისა და დარიკო ჩიხლაძის პერსონალური ნამუშევრები – საერო და საეკლესიო ნაქარგობები.

გამოფენა ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,
ილია მეორის ხსოვნას.

დასწრება თავისუფალია. 

წაიკითხე მეტი