„დამიჯერე ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე მჯერა ვერასოდეს დაივიწყებ." - ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი 22, 23 და 24 ივნისს იმერული ფოლკლორის საღამოებს უმასპინძლებს.
საღამოებზე წარმოდგენილი იქნება განახლებული პროგრამა, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი ფოლკლორული ნიმუშები და საგალობლები.
კონცერტებზე მსმენელის წინაშე წარდგებიან:
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. დასწრება თავისუფალია.