21 ივნისს, 19:00 საათზე, დედაენის ბარში გაიმართება მუსიკალური გაცვლითი პროგრამის – „Sound Bridge“-ის შემაჯამებელი წარმოდგენა, რომელშიც სომხეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან 12 მუსიკოსი მონაწილეობს. ისინი წარმოადგენენ ახალ და ორიგინალურ მუსიკალურ კოლაბორაციებს, რომლებსაც სვანეთის მთებში 2 კვირის განმავლობაში ქმნიდნენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.