21 ივნისს, 18:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება ღონისძიება „გენის მოძახილი“.
საღამო გურულ თავადს, მომღერალსა და მეცენატს ბაღდადელ სამუელ მაქსიმელაშვილს და მის აქამდე უცნობ ისტორიას ეძღვნება.
საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგება ვოკალური ანსამბლი „ბათუმი”, ტრისტან სიხარულიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და მამუკა სირაძე, ასევე ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და სამუელ მაქსიმელაშვილის შთამომავლები.