21 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი'' 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო სოლო კონცერტს გამართავს.
ანსამბლი წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ნიმუშებს - მსმენელისათვის კარგად ნაცნობ სიმღერებსა და განახლებული რეპერტუარს. საიუბილეო კონცერტზე, ასევე, შესრულდება ქართული თანამედროვე პროფესიული საგუნდო მუსიკის რამდენიმე ნიმუშიც. ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე https://biletebi.ge/concerts/ansamble-basiani
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საინფორმაციო მხარდამჭერი - ტელეკომპანია იმედი.