20 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხანის სახლში ანსამბლი „დიდგორი“ ხალხური სიმღერის გაკვეთილს გამართავს. ანსამბლ „დიდგორის“ წევრებისაგან მსურველები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან. გაკვეთილის ღირებულება: საქართველოს მოქალაქე 15 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქე - 25 ლარი. ვორქშოფის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ეთნოგრაფიული მუზეუმის სალაროში. ვორქშოფზე დასასწრებად სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეგიძლიათ ბმულზე https://forms.gle/t7YMkWNsLGSSjhX1A