20 ივნისი – თუშურ-კახური ეთნოგრაფიული თავგადასავალი მეტეხის უბანში

20 ივნისს, 18:00 საათზე, მეტეხის უბანში (თბილისი, სოლომონ ბრძენის 33) საქართველოს ეროვნული ფონდისა და ა(ა)იპ თუშური ბრენდის ურთიერთთანამშრომლობის წლიურ შეჯამების ფარგლებში გაიმართება  ღონისძიება „თუშურ-კახური ეთნოგრაფიული თავგადასავალი მეტეხის უბანში“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

  • ფოტო გამოფენა , რომელიც ასახავს თუშების ეთნოგრაფიულ ყოფას (სოციუმი, ისტორია, კულტურა და ეკონომიკა)
  • დოკუმენტური ფილმის ჩვენება - „ომალო” ავტორები ვახტანგ მიქელაძე, გია ჭუბაბრია. ფილმი მოწოდებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ
  • ხალხური რეწვა და გასტრონომია (გამოფენა-გაყიდვა);
  • „ფოლკლორის სახლის” მიერ წარმოდგენილი იქნება თუშური და კახური მუსიკა

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი