2 ნოემბერი – ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნის ღონისძიება

2 ნოემბერს ფონდი „ქართული გალობა“ ქალაქ ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტს საზეიმოდ გახსნის.

ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.

ანზორ ერქომაიშვილის სახელი და მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება ოზურგეთს. მან მთელი ცხოვრება ქართული სიმღერის გადარჩენას, დაცვასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას მიუძღვნა და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.

ამავე დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ტარდება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდამჭერით.

ღონისძიებების პროგრამა:

2 ნოემბერი

15:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნა ჭადრების პარკში.

16:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ოზურგეთის დრამატულ თეატრში.

კონცერტში მონაწილეობენ:

„რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „დიდგორი“, „შემოქმედი“, „მართვე“, ტრისტან სიხარულიძე, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა.

წაიკითხე მეტი