2 ივლისს, 19:30 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლ „დიდგორის“ ქართული ტრადიციული მუსიკის სოლო კონცერტი გაიმართება.
კონვერტზე ანსამბლი განახლებული რეპერტუარს წარმოადგენს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებს. სოლო კონცერტზე სპეციალური მოწვევით მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლ „მარგალიტის“ სოლისტი თათია დარსანია.
ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/Didgori2025