19 თებერვალს 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეთნომუსიკოლოგ მალხაზ ერქვანიძის გაციფრებული არქივის პრეზენტაცია. საარქივო მასალაში სიმღერებთან ერთად თავმოყრილია ეთნოფორთა მიერ გადმოცემული სხვადასხვა ამბები, როგორც სიმღერების ასევე მათი ყოფის შესახებ. კოლექციაში შედის არაერთი უნიკალური ნიმუში, რომელიც აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.