19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში გლოლას ფოლკლორულ ანსამბლ „ბუბას“ ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“, ონის ფოლკლორული ანსამბლი „რაჭა“ და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი. დასწრება თავისუფალია.