19 ივლისიდან 9 ნოემბრის ჩათვლის ანსამბლი „მარგალიტი“ იწყებს პროექტს „ამბავი ჩემი მხარისა“. პროექტი მოიცავს შემოქმედებით-საკონცერტო ტურნეს საქართველოს 5 რეგიონში. ესენია: გურია, სვანეთი, რაჭა, კახეთი, ქართლი. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.