19 აპრილს, 11 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კასპის, გორის, ქარელის, მერეთის, ყვარლის, თელავის, დუშეთის, ყაზბეგის, ახალციხისა და ბორჯომის სალოტბარო სკოლები პროექტ „გალობის მერცხლების“ ფარგლებში ქართლ-კახური სამგალობლო სკოლის უნიკალურ ნიმუშებს ერთობლივად შეასრულებენ. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.