19-21 სექტემბერი – გალობის უნივერსიტეტის გუნდი ფესტივალზე Antiche Radici 2025

19-21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი იტალიაში, სან პაოლო ალბანესეში ფესტივალ Antiche Radici 2025-ზე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში გუნდი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ორ ვორქშოპსა და სოლო კონცერტს ჩაატარებს.

Antiche Radici არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება იტალიის სოფელ სან პაოლო ალბანესეში. ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული კულტურისა და ეთნომუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მასში ერთიანდება როგორც ადგილობრივი კულტურა, ასევე სტუმარი ქვეყნების უნიკალური ტრადიციები.

ფესტივალზე გალობის უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობის მხარდამჭერია საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“.  

ავტორი :

წაიკითხე მეტი