18 თებერვალს, 15:00 საათზე, ჟინვალის კულტურის სახლში ანსამბლი „იალონი“ სოლო კონცერტს გამართავს. მიმდინარე წელს ანსამბლი დაარსებიდან 15 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და მსმენელს მრავალ კონცერტსა და საინტერესო აქტივობას ჰპირდება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.