18 ნოემბერი – მიმღერე ქართული ხალხური - გალა კონცერტი

18 ნოემბერს, 20:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტელეკომპანია „იმედი“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ „მიმღერე ქართული ხალხურის“ გალა კონცერტს. 

საღამოზე მონაწილეობენ: ფილფანები (სვანეთი), ბერელიძეები (რაჭა), გერსამიები (იმერეთი), ურუშაძეები (გურია), დარჩიძეები (აჭარა), ხუნაშვილები (კახეთი), კვარაცხელიები (სამეგრელო), გოგოჭურები (ხევსურეთი), თამარაშვილები (სამცხე-ჯავახეთი), ფოლკლორული ანსამბლები: „ბასიანი“, „ფესვები“ (შუახევი), ფოლკლორის ცენტრის გუნდი, ლენტეხის, მესტიის, ლაშხეთის, ჭუბერის, ბეჩოს, ლატალის, წალენჯიხის, ოზურგეთის, შუახევის, ბათუმის, ახალციხის, ონის, ამბროლაურისა და ქუთაისის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები. 

ორგანიზატორი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტრო.

ბილეთები: https://biletebi.ge/concerts/georgian-folk-music 

წაიკითხე მეტი