18 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მერიის ორგანიზებით, ათონელის ქუჩის საახალწლო სოფელში გაიმართება ეთნომუსიკის საღამო, რომელშიც სხვა შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები – „ბასიანი“, „დიდგორი“, „შავნაბადა“, ასევე ჯგუფები – „ეგარი“ და „ჩვენებურები“. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.