18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ქარვასლას იდუმალ ბაღებში გაიმართება ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლ „იალონის“ ქალაქური მუსიკის კონცერტი „ერთი შორი ოცნება“. საღამოზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებთან ერთად შესრულდება ძველთბილისური და ქუთაისური ქალაქური სიმღერების ნიმუშები. სიმღერის აკაპელა ვერსიების ავტორია ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი.
ქალაქური მუსიკის კონცერტზე ანსამბლთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება მუსიკოსი დავით მალაზონია, აშუღი ნარგილე მეჰთიევა და სიმებიანი კვარტეტი.
ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე https://biletebi.ge/concerts/ialonis-qalaquri-musika
ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.