18-20 ოქტომბერს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. საფესტივალო პროგრამა მოიცავს საკონფერენციო და საკონცერტო ნაწილებს, რომლებშიც ქართველ მკვლევრებთან და შემსრულებლებთან ერთად უცხოელი კოლეგებიც მონაწილეობენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.