18 იანვარს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, გაიმართება ანსამბლ „დიდგორის“ ახალი აუდიო ალბომის – „ჰარირა-ჰარირამას“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეზღუდულია. დასწრების სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით ანსამბლ „დიდგორის“ ოფიციალურ გვერდს სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/DidgoriFolk მესენჯერის მეშვეობით.