17 მაისს, 17:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში რებული მჟავანაძის CD ალბომის - „ჯადოსნური ბილიკების" პრეზენტაცია გაიმართება

17 მაისს, 17:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში რებული მჟავანაძის CD ალბომის - „ჯადოსნური ბილიკების" პრეზენტაცია გაიმართება.

ალბომი აერთიანებს 24 გურულ სიმღერას, რომელშიც  სამივე ხმას რებული მჟავანაძე ასრულებს. 24 სიმღერიდან 2 ორგუნდიან, კრიმანჭულიან სიმღერაში რებული მჟავანაძესთან ერთად მონაწილეობს ანსამბლი „ადილეი”.

პროექტს ახორციელებს „ფოლკლორული საქართველო" (Folklife Georgia). პროექტის ხელმძღვანელი  სანდრო ნათაძე, ხმის რეჟისორი: ილია ჯღარკავა.

წაიკითხე მეტი