17 იანვარს, 15:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, გაიმართება ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი, რომელიც გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის – ანდრო სიმაშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე მონაწილეობენ: ანსამბლ „პატარა კახის“ უფროსი და უმცროსი თაობა, ბიძინაშვილების საოჯახო ანსამბლი, თელავის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და კახელი ეთნოფორები, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ძველ ფოლკლორულ ნიმუშებს შეასრულებენ. (ხელმძღვანელები: ბექა და გოჩა ბიძინაშვილები). დასწრება თავისუფალია.