17-21 ოქტომბერს ჩინეთში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მეორე საერთაშორისო კვირეულზე ანსამბლი „დიდგორი“ ქართულ ტრადიციულ მუსიკას წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში 18 ოქტომბერს ანსამბლი სოლო კონცერტით წარდგება მაყურებლის წინაშე. კვირეულზე ქართული მრავალხმიანობის გარდა საქართველო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებითაცაა წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობს 45 ქვეყანა. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის სამინისტრო.