16 სექტემბერი – ფოლკლორის ცენტრის გამოცემების წარდგენა

16 სექტემბერს, 15:00 საათზე, ა. ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ორენოვანი ელექტრონული ჟურნალის – „ქართული ფოლკლორისა“ და ფოლკლორის არქივის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ფოლკლორის ცენტრის ორენოვანი წიგნების – „მსოფლიო მუსიკა“ (ფილიპ ბოლმანი) და „ეთნომუსიკოლოგია“ (ტიმოთი რაისი) წარდგენა. სტუმრების წინაშე გამოცემებს წარადგენს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტი ნანა მჟავანაძე.  

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი