16 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება კომპოზიტორისა და მეცნიერის, ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ შესრულდება დიმიტრი არაყიშვილის მიერ ჩაწერილი საგალობლები და ხალხური სიმღერები, ასევე რომანსები – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტ სტუდენტთა მიერ. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის საარქივო დოკუმენტები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაწარმოებები და ნაშრომები. დასწრება თავისუფალია.