16 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანისა“ და ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ „იალონის“ ქართული ტრადიციული მუსიკის მეგობრული საღამო გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“. მხარდამჭერები: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.