16 მაისს, 18:00 საათზე, ბოლნისის კულტურის სახლში ანსამბლი „დიდგორი“ პროექტის – „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში გამართავს ქართული ხალხური სიმღერის კონცერტს. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკონცერტო გასვლების სერიას.ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.