16 ივნისს, 19:00 საათზე, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ეზოში ანსამბლი „რიხი“ აღდგენილი ქართლური სიმღერების მასტერკლასსა და კონცერტს გამართავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და მოიცავს 5 კონცერტსა და მასტერკლასს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში (მათ შორის იმ სოფლებს, რომლებშიც ეს სიმღერებია ჩაწერილი). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.