16 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – „ლექსო არ დაიკარგები“ გაიმართება. საღამოზე მონაწილეობენ ზეპირსიტყვიერების ძველი და ახალი თაობის შემკრებნი და ავტორ-მთქმელები. საზოგადოების წინაშე ასევე წარდგებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. საღამოს წარუძღვებიან პოეტი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული. ღონისძიება ტარდება პროექტ „ზეპირსიტყვიერების საღამოს ხელშეწყობის“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიების ბილეთები გაიყიდება 8 აპრილიდან.