15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში გაიმართება აზერბაიჯანელთა ტრადიციული მუსიკის საღამო „საზს გეფიცები’’. ღონისძიებაზე მოისმენთ უნიკალურ აშუღურ სიმღერებს საზის თანხლებით, აზერბაიჯანულ მუღამს, საცეკვაო მელოდიებს მეზურნეთა ანსამბლის შესრულებითა და ტრადიციულ ნიმუშებს ქალთა რეპერტუარიდან. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 9 ოქტომბრიდან biletebi.ge-ზე.