15 ნოემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს სალოტბარო სკოლების გალა კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. კონცერტზე მსმენელის წინაშე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე წარდგება. პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://biletebi.ge/concerts/salotbaro-skolebis-gala-koncerti