15 მაისი – ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო

15 მაისს, 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ლოტბარის, მომღერლისა და პედაგოგის – ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ნუგზარ ზარანდია 50 წელია ემსახურება ქართული ხალხური, კერძოდ მეგრული სიმღერის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. 1983 წლიდან  დღემდე არის  ხობის ფოლკლორული ანსამბლის – „კოლხეთის“ ხელმძღვანელი.  კონცერტზე მონაწილეობენ ანსამბლები: „კოლხეთი“, „დიდგორი“, ფოლკლორის ცენტრის გუნდი  და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. დასწრება თავისუფალია

 

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი