15 მაისს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრში ანსამბლი „ილიელი“ მეორე სოლო კონცერტს გამართავს. ღონისძიებაზე შესრულდება ქართული ტრადიციული სიმღერების, საგალობლებისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები. კონცერტზე ასევე მონაწილეობენ დავით ნაზრიშვილი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი და მეგობრები. ბილეთის ფასი: 5 ლარი.